პაპუაშვილი მაია სანდუს განცხადებაზე, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა: როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა“.
„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას.
რას ვიზამთ, ჩვენ ჩვენი სამი ათასი წელი არ გვეთმობა, რომელიც იმის დასტურია, რომ თუ შენი ეროვნული იდენტობის გჯერა, მაშინ „პატარა ქვეყანაც“ შეძლებ ისტორიულ ქარცეცხლში საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამოტარებას.
ამავე დროს, ეს განცხადება, აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა.
რა უნდა ითქვას. ესეც გზაა - სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შინნაზარდ „ჰიპერევროპელებსაც“ ექნებათ ერთი-ორი ქვეყანა შეთვალიერებული, რომელსაც 78-ე მუხლის ციტირებით უმალ გადააბარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს.
მათთვის ხომ 78-ე მუხლამდე არც ერთი მუხლი მუხლად არ ღირს.
ჩვენთვის კი საკითხი მარტივია - საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების.
P.S. რახან სიტყვამ მოიტანა, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ 4 ოქტომბერს, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმი მიმდინარეობდა, მაია სანდუმ საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
1768281963
მსოფლიოდონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპა რეფორმირებას საჭიროებს
„ევროპას რეფორმირება სჭირდება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპისა და მასთან ერთად, ნატოს მიმართ ისეთი ქვეყნების და...
1768279901
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...
1768250068
მსოფლიოაიათოლა ალი ხამენეი: მასობრივი აქციები ხელისუფლების მხარდასაჭერად გაფრთხილებაა აშშ-ისთვის
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროსამთავრობო გამოსვლები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე ორკვირიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ გაიმართა...
1768248305
მსოფლიოთეთრი სახლის სპიკერი: პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია სამხედრო ვარიანტის გამოყენების მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის - ეს ირანზე უკეთ არავინ იცის
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია. ლევიტის თქმით, ტრამპი ყოველთვის ინარ...
1768244968
საზოგადოებაპაატა სალია: მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ინვესტორებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარებას
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინვესტიციების მოზიდვ...






























