ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე: ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებით კარგად ვითარდება თანამშრომლობა
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობაზე.
„მაღალი დონის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს გაჟღერებული საერთაშორისო არენაზე. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, კარგი შესაძლებლობაა რომ მაღალი დონის სტუმრებთან იყოს კომუნიკაცია და შეხვედრები.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2025 წელს საკმაოდ კარგი დინამიკა გვქონდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს დინამიკა მიმდინარე წელსაც გაგრძელდეს. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და ეკონომიკური მიმართულების პროექტები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ოფიციალურ შეხვედრებსა და სამომავლო პროექტებზე.
„გვექნება შეხვედრები იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში პროექტებს ახორციელებენ ან მომავალში გეგმავენ განხორციელებას. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა სამიტის მონაწილეებს მიმართოს, რაც კიდევ ერთხელ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოაქცევს.“ - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზეც.
„დინამიკა ჩვენს ქვეყნებს შორის, არის ძალიან პოზიტიური, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. მქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან შეხვედრის და საუბრის ჩვენს პოლიტიკურ დიალოგზე. გასულ წელს პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზე განხორციელდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს დინამიკა წელსაც შენარჩუნდეს.
რეგიონში მიმდინარე პროცესები, არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო. პარტნიორებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ვთანხმდებით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და მიმართული იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...



























