პაატა სალია: მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ინვესტორებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარებას
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინვესტიციების მოზიდვას.
„ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და Prypco Technologies-ს შორის. ეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ცნობილი სამშენებლო კომპანია „დამაკის“ (DAMAC) შვილობილი, რომელიც დუბაიში პილოტ პროექტს ახორციელებდა. აღნიშნული პროექტი კი გულისხმობდა უძრავი ქონების ტოკენიზაციას, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტორების რიცხვი დუბაიში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალიას თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს მომავალ თანამშრომლობას, რათა საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი ტექნოლოგია.
„აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, საქართველოში შეიძინონ უძრავი ქონება ტოკენიზაციის საშუალებით. ეს ბევრ წვრილ ინვესტორს საქართველოში ჩამოუსვლელად აძლევს საშუალებას, შეიძინონ საინვესტიციო უძრავი ქონება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისათვის. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლი, რომ ყველას ინტერესი - როგორც ინვესტორის, ისე ქონების მესაკუთრის - იყოს დაცული“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხო და გამჭვირვალე ტრანზაქციების მნიშვნელობაზეც.
„ყველა ტრანზაქცია რეგისტრირდება ბლოქჩეინზე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ტრანზაქცია იყოს გამჭვირვალე და სანდო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო განვითარდეს საქართველოში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
1770708471
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...
1770707861
ახალი ამბებიფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი ორ ობიექტს შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენ...
1770705209
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....































