მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული?!
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 2022 წელს კაია კალასის და 2026 წელს ევროკომისიის პრესსპიკერის პაულა პინიოს განცხადებებს ეხმიანება, სადაც პირველ შემთხვევაში პუტინის იზოლაციაზე, ხოლო ახლა მასთან მოლაპარაკებების გამართვაზეა საუბარი.
მისი თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, რომ ეს ომი არ დასრულებულიყო.
ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ სანამ დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისს დაიკავებდა, არავის ძალისხმევა არ ახსენდება, რომ „ეს უბედურება დიპლომატიის გზით დასრულებულიყო“.
„ანალოგიური რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააჟღერა. სამწუხაროდ, სანამ ბატონი ტრამპი დაიკავებდა ოვალურ ოფისს, აბსოლუტურად არავის ძალისხმევა არ მახსენდება, რომ ეს უბედურება დიპლომატიის გზით დასრულებულიყო. ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიცია იყო, რომ რუსეთისთვის ხმა არავის არ უნდა გაეცა.
შეგახსენებთ ანგელა მერკელის ბოლოდროინდელ ინტერვიუსაც, სადაც მან დააფიქსირა, რომ 2023 წელს მინსკის ალტერნატიული ფორმატის შეთავაზებას აპირებდა პუტინისთვის, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა დახვდა.
ასევე, ომის დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში ეს ტრაგედია დასრულდებოდა, ბორის ჯონსონს რომ არ ჩაეშალა უკრაინა-რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმება.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, რომ ეს ომი არ დასრულებულიყო. თან იმის ფონზე, რომ აღნიშნული აქტორები მთელს მსოფლიოს და პირველ რიგში უკრაინელ ხალხს სამარცხვინოდ ატყუებდნენ, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა, რომ უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ, რომ რუსულ გაყინულ აქტივებს უკრაინას გადასცემდნენ და ა.შ. სად გაქრა ეს დაპირებები?! დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული?! იმაზე, რომ ათობით მილიონი უკრაინელი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი?! იმაზე, რომ ქვეყნის, ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია?! კიდევ ცალკე საკითხია, რამდენი წელი დასჭირდება უკრაინელ ხალხს ამ უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
რომ არ ჩაშლილიყო სტამბოლის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა?! ბორის ჯონსონი იღებს პასუხისმგებლობას?!
იმათ, ვინც აქციებს გვიწყობდით და ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და სამწუხაროდ დღემდე გინდათ იმის გამო, რომ რუსეთს ხმამაღლა არ „ვაგინებდით”, იმის გამო, რომ სანქციებს არ ვუწესებდით და ცას არ ვუკეტავდით, იმის გამო, რომ მოხალისეებს მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ ვაგზავნიდით საბრძოლველად, იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ვუჯერებდით და ტანკებით აფხაზეთში და ცხინვალში არ „ვსეირნობდით”, იმის გამო, რომ არ ავმჩატდით, როგორც თქვენ და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია და პრიგოჟინის „რევოლუციის” არ დავიჯერეთ და საერთო ჯამში იმის გამო, რომ რაც თქვენ გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ცივსისხლიანი პრაგმატიზმით ვიმოქმედეთ ამ 4 წლის განმავლობაში, გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ გეოპოლიტიკური ილუზიებიდან, თავი დააღწიოთ „სურვილებით ფიქრს” (wishful thinking) და ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს მაჭავარიანი.
1770710264
ახალი ამბებიპრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა
ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...
1770709071
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან
ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...
1770708471
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...































