პრემიერი: 10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, ამ მონაცემებით

„10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მონაცემებით, დაახლოებით 4 წელიწადში არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება.

„10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, ანუ არ იყო სახარბიელო სტატისტიკა. მხოლოდ შარშან, და ძირითადად ეს პროცესი დაიწყო შარშან ზაფხულში, ანუ დაახლოებით 6 თვის შედეგია ის, რაზეც ვსაუბრობთ, შარშან მთლიანობაში 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული. წელს უკვე, ნახევარი წელიც არ არის გასული, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი.

როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით მიგრანტების მაჩვენებელი, არალეგალების მაჩვენებელი არის დაახლოებით 20 000. ჩვენ თავიდანვე ვთქვით წლის დასაწყისში, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევებას ვაპირებდით საქართველოდან და როგორც ხედავთ, აბსოლუტურად რეალურია, ეს 6 თვის მონაცემების გათვალისწინებით, შეიძლება 5000-ზეც მოვახერხოთ ასვლა. ამ მონაცემებით, დაახლოებით 4 წელიწადში არის რეალური მთლიანად პრობლემის მოგვარება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრინციპული ამოცანა.

რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას, ამ საკითხზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, დაგვჭირდება, ბუნებრივია, პარლამენტის ჩართულობა და შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782484063

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახ...

გურამ მაჭარაშვილი

1782483218

ახალი ამბები

პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ

„რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

 ირაკლი კობახიძე

1782481585

საზოგადოება

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება

ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს...

ირაკლი კობახიძე

1782480384

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი

2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღ...

ირაკლი კობახიძე

1782479853

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6462 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6468 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი