პრემიერი: 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს ულოცავს.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს.
ამ დღეს სრულიად საქართველომ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გადაწყვეტილება.
სწორედ ხალხის ამ ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას.
ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.
დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა.
31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა.
ეს მიზანია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო, რომელსაც უნიკალური ისტორიითა და კულტურით ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო ერთა შორის.
მჯერა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალების ერთგულება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა არის გზა, რომელიც მალე მიგვიყვანს ამ მიზნამდე“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
სხვა სიახლეები:
📍"სად არიან ზელენსკის მეხოტბეები? მაინც ხომ დამარცხდა უკრაინა"
1791456032
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...
1791455673
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....
1791454911
ახალი ამბებისგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...
1791454427
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...
1791452027
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...


























