პრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და აქ იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება. თუ ორი-სამი წლის წინ ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებების დაახლოებით 6-65% გვქონდა შესრულებული, ახლა შესრულებული გვაქვს დაახლოებით 90%. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკომისიის, ევროპული ბიუროკრატიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი დამოკიდებულება. მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791377895

ახალი ამბები

პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად

„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...

ირაკლი კობახიძე

1791377672

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟა...

შალვა პაპუაშვილი

1791377336

ახალი ამბები

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ-ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

„ეს ქალი არის სალომე ჯანუაშვილი - სისხლიანი პროკურორი! „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 6 წლის განმავლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზე არის რამდენიმე ასეული უდანაშაულო ადა...

გია აბაშიძე

1791375996

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით – ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი

„ძალიან რთულია ბოლომდე ჩასწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე. ვიდრე ევრობიუროკრატები შეიმჩნევენ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და არ გააცნობიერებენ იმ...

ლევან მაჭავარიანი

1791374566

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფ...

პროკურატურა