თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მისსავე მფლობელობაში არსებულ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე, ბოსტნეულის საჭრელი ხის დაფა ძლიერად ჩაარტყა თავში.
აღნიშნულის შემდეგ წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილზე ბრალდებულმა კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც თამაზ მთივლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
2026 წლის 2 თებერვალს ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1792569978
ახალი ამბებიკახა კალაძე: თბილისის მერიის ცხელი ხაზის რეფორმა განხორციელდება, რათა სერვისი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მოქნილობისა და ეფექტურობის გასაზრდელად იგეგმება რეფორმა, რათა სერვისი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს. რო...
1792568844
ახალი ამბებიკრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა
„კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა...
1792568795
ახალი ამბებიქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელ...
1792567861
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი
„უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი და ერთხელ და სამუდამოდ, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ე.წ. განშტოებები,...
1792566386
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...































