ცესკოს წარმომადგენელი: ვანში საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია
ვანში მე-17 უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამე შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს, არჩევნები კი ელექტრონული წესით ტარდება.
„ამ დროისთვის 139 ამომრჩეველია მოსული უკვე. მოგეხსენებათ, რომ უბანზე სულ 679 ამომრჩეველი ფიქსირდება ერთიან სიაში. შესაბამისად, ამ ტიპის, ანუ შუალედური არჩევნებისთვის, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და არის მოსაზრება, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ზოგადად პროცენტულად აქტივობის მაჩვენებელი.
რაც შეეხება პროცესს, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს. რაიმე ექსცესებს აქამდე ადგილი არ ჰქონია, საბედნიეროდ. არც რაიმე საჩივარია, შესაბამისად, შემოსული და იმედია, რომ დღის ბოლომდე, ანუ 08:00 საათის ჩათვლით, ასევე, კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელდება ეს პროცესი“, - აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა გია ცაცაშვილმა.
სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ კანდიდატები იბრძვიან.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
1791006597
ახალი ამბებიდღეს თბილისობაა - დღესასწაული დედაქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება
3-4ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვ...
1791006463
ახალი ამბებისაარჩევნო უბნები გაიხსნა - კენჭისყრა დაწყებულია
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩე...
1790973812
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი დასრულდა. მოწინააღმდეგე გუნდმა გოლის გატანა შეძლო და ანგარიშია 1:0, უნგრეთის ეროვნული ნაკრებების სასარგებლოდ. 35-ე წუთზე ანგარიში მილოშ კე...
1790972060
მსოფლიოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალე...
1790969748
მსოფლიოThe Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრი...































