ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი დავითაძის საქმეზე: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებაც სჭირდება, მხოლოდ ხმაური აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი ავტომატურად ქუჩაში გამოვიდეს
„ოპოზიცია და მათი ტელევიზიები უკვე 14 წელია ერთი და იგივე კერძს, სახელად „რევოლუციას“, ხარშავენ, თუმცა ყოველ ჯერზე საკუთარ რიგებში პოლიტიკურ აჯაფსანდალს იღებენ“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მეტრეველი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ირგვლივ ატეხილ ამბავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებებს მტკიცებულება სჭირდება.
მისი თქმით, საზოგადოება ბრალდებასა და დადასტურებულ ფაქტს ერთმანეთისგან კარგად არჩევს.
„რატომ არ გამოსდით რევოლუცია? იმიტომ, რომ პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, შედეგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, რისგანაც ამ შედეგის მიღებას ცდილობ და აქ მუდამ გენიალური ლევან გოთუას „გმირთა ვარამიდან“ ერთი ფრაზა მახსენდება: „იცოდე, რომ კეთილი საქმე ცუდი გზით არ გაკეთდება, ისევე როგორც კრაზანის თაფლიდან არ იქნების წმინდა სანთელი! არა!“ წლებია იცვლება მხოლოდ ინგრედიენტები. ხან ერთი სკანდალი, ხან მეორე ბრალდება, ხან მესამე ტრაგედია. მაგრამ რეცეპტი უცვლელია: მაქსიმალური ემოციური ფონი, პოლიტიკური დაძაბულობა და მოლოდინი, რომ ამჯერად მაინც გამოვა ხალხი ქუჩაში. გიორგი დავითაძის საქმეშიც იგივე მცდელობა ჩანს. უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებაც სჭირდება.
ამ კონტექსტში, არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ცოტა ხნის წინ ლაზარე ჯორბენაძის ტრაგედიის გარშემოც ატეხილი უსაფუძვლო პოლიტიკური ხმაური. რამდენიმე დღის განმავლობაში თითქოს სხვა თემა აღარ არსებობდა. დღეს კი ის საბრალო ადამიანი უკვე საერთოდ გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რადგან ახლა დავითაძის საქმეა არჩეული მორიგ მთავარ თემად. მაგრამ საზოგადოება ბრალდებასა და დადასტურებულ ფაქტს ერთმანეთისგან კარგად არჩევს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ხმაური აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი ავტომატურად ქუჩაში გამოვიდეს. გავიმეორებ: ოპოზიცია საკუთარი ჭუჭყიანი ხელებით 14 წელია რევოლუციას ხარშავს, მაგრამ რევოლუციის ნაცვლად კვლავ და კვლავ პოლიტიკური აჯაფსანდალი გამოსდით. და მიზეზიც ძალიან მარტივია: კრაზანების სკიდან თაფლი არ გამოდის, ისევე, როგორც ბოროტი საწყისიდან კარგი შედეგის მიღება ვერ ხდება“, - წერს მეტრეველი.
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...



























