ირაკლი კირცხალია: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან

 „როგორც ცნობილია, დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. ამომრჩეველი აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში- სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში. დილიდან ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის, ოთხი წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით. 17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამომრჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა; დმანისში - 50%-მა; წალკაში - 37%-მა; ხოლო, ვანში - 57%-მა. საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე. ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი