პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-იდან ჩამოსულია 9,4%-მდე, თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და მთავარი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავანულოთ

2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე ჩამოსული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა 2020 წლის შემდეგ, 50 მილიარდიდან 104 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

„ეკონომიკის ზრდა ნიშნავს - მაგალითად, რომ ნახოთ საშემოსავლო გადასახადის გადახდის მაჩვენებელი, ჩვენი მოქალაქეები ორჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ვიდრე იხდიდნენ 2020 წელს, ანუ მათი შემოსავლები ორჯერ გაიზარდა.

შემდეგ, არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც არის შეჯერებული მსოფლიო ბანკთან, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს იყო 21,3 პროცენტი და ახლა არის 9,4. საშემოსავლო გადასახადს იხდიან 2-ჯერ მეტს.

2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან ჩამოსული სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე. ეს არის ასახული ასევე ბიზნესის ბრუნვაში ინვესტიციებში და ა.შ.

საბოლოო ჯამში ძალიან კონკრეტული მყარი ინფორმაცია არსებობს, რომელიც ვერ დამახინჯდება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში გვაქვს პროგრესი. თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს მაჩვენებელი გავანულოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771838713

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა

რეალურად სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟ...

შალვა პაპუაშვილი

1771838131

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად,...

მიხეილ ყაველაშვილი

1771837372

ახალი ამბები

პრემიერი: ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი, აქედან გამომდინარე, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა

გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

 ირაკლი კობახიძემ

1771836792

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს

ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს, - განუცხადა...

ირაკლი კობახიძე

1771836123

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს

ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე