კახა კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებით
„როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ჩვენთან მიმართებით კი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფაქტს, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ, თბილისის მერის თქმით, მათთვის
საქართველო შეიძლება საუკეთესო მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.
„როდესაც საქმე ეხება სიცრუეს, შეიძლება საქართველო მათთვის საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებით. როცა საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგადად, ორმაგი სტანდარტები ძალიან ცუდია.
ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორი მიდგომებია, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებით. თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონი რომ ავიღოთ. ისინი მოგვიწოდებდნენ, არ მიიღოთო, შემდეგ კი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს მსგავსი შინაარსის მქონე კანონების მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1771840102
ახალი ამბებიპრემიერი: ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-იდან ჩამოსულია 9,4%-მდე, თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და მთავარი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავანულოთ
2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღა...
1771838935
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი
ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, - ამის შე...
1771838713
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა
რეალურად სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟ...
1771838131
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად,...
1771837372
ახალი ამბებიპრემიერი: ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი, აქედან გამომდინარე, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა
გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...































