პრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები, ამიტომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით თქვენ, ბიზნესმენები, აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ბიზნესმენსა და მეწარმეს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების რეკომენდაციების მოსმენა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესის კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისად, მომავალშიც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვაგრძოთ საქმიანი დიალოგი თქვენთან ერთად. სწორედ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ არის ურთულესი გლობალური გამოწვევები, არის საკმაოდ უარყოფითი გლობალური ტენდენციები ჩვენ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ბიზნესმენს, მეწარმეს თქვენი წვლილისთვის, იმ წვლილისთვის, რაც თქვენ შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1794804331
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
16 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1794775278
მსოფლიოპრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ლეტნას პარკში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებ...
1794773824
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურად
როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქ...
1794772183
მსოფლიოპრინცი ჰარი ლვოვში გამართულ „ინვიქტუსის თამაშებს“ დაესწრო
პრინცი ჰარი ლვოვში გამართულ „ინვიქტუსის თამაშებს“ დაესწრო და პირადად დაუჭირა მხარი უკრაინელ ჯარისკაცებს ეტლით მოსარგებლეთა რაგბის შეჯიბრებაში. ამის შესახებ ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმ...
1794769484
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე, -...






























