პრემიერი: მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, გამჭვირვალეა, მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
ჩვენ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დალაგებული ისე, რომ შეგვიძლია, მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხვრაზე, ეს გვაძლევს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის საშუალებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მხოლოდ ადამიანების დაჭერა არ არის კორუფციასთან ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა პირველ რიგში არის გამჭვირვალობა.
„კორუფციის კუთხით იყო ჩავარდნები, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება 2023 წლის დეკემბერში. მან შესაბამისი მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა თავის საპროგრამო განცხადებაში, იქ საუბარი იყო პირდაპირ კორუფციის კუთხით რისკებზე, პრობლემებზე, შესაძლო ჩავარდნებზე. იქიდან მოყოლებული ჩვენ კონკრეტული ზომები მივიღეთ. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ადამიანების დაჭერა არ არის კორუფციასთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა პირველ რიგში არის პროცედურების გახსნა, მაგალითად ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე. მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ეს არის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის დღეს გამჭვირვალე, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, თითქმის 2 წლის განმავლობაში. ეს არის მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გახსნილი, მოიტანოს ვინმემ მთავრობის ერთი გადაწყვეტილება, სადაც ნახავს კორუფციის ნიშნებს. ვერავის ვერ მოაქვს. ერთადერთი, რაც ასწიეს, 500 კვადრატული მიწა რატომ გადავეცით ეკლესიის ასაშენებლად საპატრიარქოს, აქამდე არიან დასული და ეს, როგორც ვითომ კომპრომატი, ისე გამოიტანეს, ასეთი რა უღმერთოები არიან, მე არ ვიცი. რეალურად, მთავრობის არც ერთი გადაწყვეტილებიდან არ გამოუტანიათ არავითარი ეჭვი. იგივე, რომ ავიღოთ პირდაპირი მიყიდვა ქონების, რაც თავის დროზე გავრცელებული პრაქტიკა იყო, მთლიანად ჩავკეტეთ ასეთი პრაქტიკა. არც ერთი აქტივის პრივატიზება არ ხდება პირდაპირი წესით, ყველაფერი გადის აუქციონზე, რომ სახელმწიფომ არ დაკარგოს თუნდაც ერთი თეთრი შემოსავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763201844
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...
1763201708
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...
1763199330
ახალი ამბებიპროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...
1763197491
ახალი ამბებიკახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს
კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით...
1763196372
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი IPSOS-ის კვლევაზე: ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი
„ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი სოსიაშვილი Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...






























