ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, მთავარია, ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციის შემხვედრი ნაბიჯები

ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, მთავარია, ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციის შემხვედრი ნაბიჯები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ღირებულებითი თანხვედრის გათვალისწინებით, გასაკვირია ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პასუხი იგვიანებს.

„როგორც კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შევიდა ოფისში, მაშინვე გავაკეთეთ ძალიან ხმამაღალი საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით. ეს გავიმეორეთ არაერთხელ. იგვიანებს და დღემდე არ მოგვისმენია პასუხი, რაც გასაკვირია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ხედავთ, რომ სრული ღირებულებითი თანხვედრა არის. რაც გაცხადებულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ის არის თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, ჩვენს ღირებულებებთან, მიზნებთან და ა.შ. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით, ვინ გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, დიფ სთეითი თუ ტრამპის ადმინისტრაცია, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება ახალი ადმინისტრაციის გავლენა, თუ დარჩება ისევ ძლიერი დიფ სთეითის გავლენა. ვნახოთ, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. გარკვეული იმპულსები იყო. მათ შორის მთავარი იმპულსი ჩვენთვის იყო ის დღე, როდესაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ რეალურად გაათავისუფლა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ქალბატონი დანიგანი და იმავე დღეს დემონსტრაციულად მოგვცეს ე.წ აგრემანი ანუ თანხმობა ჩვენი ელჩის დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო. მთავარია, გაგრძელდეს ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციიდან კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები იმ განცხადებაზე, რაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული. ამაზე მეტი განცხადება არ შეიძლება გაკეთდეს - გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან. ყველაფერს დავივიწყებთ, რაც მოხდა - რევოლუციის წახალისება, USAID, NED, ყველაფერ ამ უბედურებას დავივიწყებთ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, რა არის ამერიკული მხარის ინტერესებში, რა არის ქართული მხარის ინტერესებში, მზად ვართ, ყველაფერი ავსახოთ ახალ შეთანხმებაში, მთავარია, იქიდან დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763210237

ახალი ამბები

კახა კალაძე: შემოაგდეს თემა, თითქოს, ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ - 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი, არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში და ეს გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე

გუშინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა“, მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკ-ნიუსი შესთავაზა. კერძოდ, „ტვ პირველი“, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერიამ, აფრიკ...

კახა კალაძე

1763208592

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1763207131

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“

„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...

ირაკლი ზარქუა

1763204211

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...

ააა

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე