ირაკლი კობახიძე: ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„მგონია, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი აღარ დარჩა. გახსოვთ, პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის განცხადებები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლიდა ძალიან მშვიდად და მთლიანად 4 ოქტომბრის დღე ჩაივლიდა მშვიდად. პრინციპულად ასეც მოხდა. რასაც ვპირდებოდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალადობის მასშტაბური მცდელობა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მარტივად ჩავატარეთ სპეცოპერაცია. ეს იყო დაპირება, რომელიც შევასრულეთ. ასევე ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ეს არის ჩვენი დაპირება საზოგადოების წინაშე და ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763208592

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1763207131

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“

„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...

ირაკლი ზარქუა

1763204211

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...

ააა

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა