შალვა პაპუაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე: იმის გამო, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობდა, მათ შორის, ცრუ განცხადებების გამო, გაუქმდა პრემიერ-მინისტრთან ეს შეხვედრა
„გავრცელდა მთავრობის განცხადება, იმის გამო, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ცრუ განცხადებების გამო, გაუქმდა ეს შეხვედრა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“, რითაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული უამრავი წესდება დაარღვია.
„რა უნდა გითხრათ, ამაზე საუბარიც კი არ ღირს. მან პირდაპირ, უხეშად დაარღვია მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობა. მართლა დაბალი ღობე ვგონივართ ამ ხალხს, ან სხვა კლასი ან ჯერ არ ვართ მათთვის მომზადებული იმისთვის, რომ ვეზიაროთ მათ მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს. ვართ ბანანის რესპუბლიკა და დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც ჩვენ მოგვიგდებენ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაც გააკეთა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ამასთან, ეს არის გაეროს წესდების დარღვევა, მასთან ერთად იყო ფინეთის ელჩიც, რომელიც არის ვენის კონვენციის დარღვევა. მაგრამ ეს ყველაფერი ამ ხალხს არ აინტერესებს, არანაირ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არ არსებობს ამ ხალხის თვალში, რასაც ესენი ხშირად საუბრობენ, ეს ყველაფერი არის ცარიელი სიტყვები, რომელსაც თავს ახვევენ სუსტებს და პატარებს, როდესაც საქმე მათ ეხებათ, იქ არის ძალის პრინციპი - მაქვს ძალა და ამ ძალით უნდა აღმართი ავხნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1786348411
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...
1786346456
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...
1786345454
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...
1786344809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...
1786344347
ახალი ამბები„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...































