მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლების თვალსაზრისით, დეკორატიული განათების მონტაჟი, როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
„მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი დეკორატიული განათება მოეწყო. მანამდე იყო დაზიანებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვიზუალურადაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს შეეფერება. ძალიან მიხარია, რომ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და სრულად აღდგა. სამუშაოების ფარგლებში, არსებულ და ახალ 48 სვეტზე 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა. სანათები არის თანამედროვე სტანდარტების, გაუმჯობესებული შუქტექნიკური მაჩვენებლებით.
ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განახლებული დეკორატიული განათება სულ სხვა ელფერს აძლევს ორივე სანაპიროს და მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ და გაწეული სამუშაოსთვის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა.
1772009714
ახალი ამბებიქარბუქი, წყალმოვარდნები და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა,...
1772009306
საზოგადოება„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალ...
1772008400
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად კ...
1772007806
ახალი ამბებისუს-მა თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოავლინა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტ...
1772007303
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახვეს, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს
ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლო...



























