ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ავიაკომპანიებთან მორიგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გამართავს, რომელიც ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება. საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის შედეგად, 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 148%-ით მეტი შეადგინა 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 2024 წლიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ავიამიმოსვლის, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით არის გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.
1776953657
საზოგადოებაირაკლი ხელაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში
„ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდ...
1776952875
საზოგადოებაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებლად უნდა იყოს, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა, საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი
„ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ისლანდიას სჭირდება საუბარი საქართველოსთან. საქართველოს სჭირდება საუბარი ისლანდიასთან. ასე ვუყურებ ამ საკითხს“,...
1776952542
ახალი ამბებიმანუჩარ გოგოხიამ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიგო
მონაწილეებმა დაასრულეს პირველი მოძრაობა – ატაცში ბრიჯაოს მედალი მანუჩარ გოგოხიამ მოიგო. მან 166 კგ ასწია. ამავე წონაში ატაცის შემდეგ მეხუთეა ზურაბ მსხალაძე, რომელმაც 163 კგ დააფიქსირა. პირველია მოლდოვ...
1776951464
ახალი ამბებიპრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, -...
1776951358
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ა...




























