ილია ინჯია: მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შეწყვიტონ საქართველოს მიმართ უსამართლო და დამამცირებელი დამოკიდებულება, პატივი სცენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მართოს საკუთარი სახელმწიფო
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან დამკვიდრებულია ორმაგი სტანდარტი, მიკერძოებული დამოკიდებულება და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა.
როგორც ინჯია ფეისბუკზე წერს, კატეგორიულად მიუღებელია მბრძანებლური ტონი ქვეყნის მიმართ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე სახელმწიფოებრიობა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან დამკვიდრებულია ორმაგი სტანდარტი, მიკერძოებული დამოკიდებულება და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა.
კატეგორიულად მიუღებელია მბრძანებლური ტონი ქვეყნის მიმართ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე სახელმწიფოებრიობა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.
პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობას და ქვეყნის მთავარი მონაპოვარის, სუვერენიტეტის პატივისცემას. როდესაც ამ ძირითად პრინციპებს ცვლის პოლიტიკური ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა და ცალმხრივი შეფასებები, ეს უკვე პარტნიორობა აღარ არის. ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა.
მსგავსი განცხადებები მხოლოდ აზიანებს ევროკავშირის ავტორიტეტს საქართველოში, აძლიერებს უნდობლობას და ნათლად აჩვენებს, რომ ცალკეული ევროპელი ჩინოვნიკებისთვის დემოკრატია მისაღებია მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემთხვევა.
საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტებით, რომელსაც ჰყავს საზოგადოება და კანონიერი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს.
ჩვენთვის ევროპული გზა არ ნიშნავს ეროვნული ღირსების დათმობას, სუვერენიტეტის შეზღუდვას ან გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგის მიღებას.
ევროპა ჩვენთვის ნიშნავს ძლიერ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თანასწორუფლებიან ურთიერთობებს და არა მბრძანებლობას ან ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას.
მიუღებელია, როდესაც „ევროპული ღირებულებების“ სახელით ხორციელდება თავდასხმა იმ ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
ეს აღარ არის სწორი, პარტნიორული პოლიტიკა. ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა.
მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შეწყვიტონ საქართველოს მიმართ უსამართლო და დამამცირებელი დამოკიდებულება, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და პატივი სცენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მართოს საკუთარი სახელმწიფო და პოლიტიკური პროცესები“, - წერს ილია ინჯია.
1776952875
საზოგადოებაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებლად უნდა იყოს, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა, საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი
„ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ისლანდიას სჭირდება საუბარი საქართველოსთან. საქართველოს სჭირდება საუბარი ისლანდიასთან. ასე ვუყურებ ამ საკითხს“,...
1776952542
ახალი ამბებიმანუჩარ გოგოხიამ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიგო
მონაწილეებმა დაასრულეს პირველი მოძრაობა – ატაცში ბრიჯაოს მედალი მანუჩარ გოგოხიამ მოიგო. მან 166 კგ ასწია. ამავე წონაში ატაცის შემდეგ მეხუთეა ზურაბ მსხალაძე, რომელმაც 163 კგ დააფიქსირა. პირველია მოლდოვ...
1776951464
ახალი ამბებიპრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, -...
1776951358
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ა...
1776950932
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შსს ჰქვია. დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრს, ასევე პარტია „ქართულ ო...



























