გივი მიქანაძე: ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა - მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის

თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორეს გარდაცვალებას, - წერს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, თავისი მოღვაწეობით, სიბრძნითა და მეოხებით ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებაზე, ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.

„ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა.

მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს, მის სულიერ შვილებს, გვინარჩუნებდა რწმენას და ყოველდღიურად გვაძლევდა ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულისა და სამშობლოსთვის თავდადების ნათელ მაგალითს.

ილია მეორეს სულის პატივსაცემად ჩვენ ერთობლივი ძალებითა და შემართებით უნდა შევძლოთ ყველა სირთულის დაძლევა და გავაგრძელოთ საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა. მჯერა, მისი სული ჩვენს სამშობლოს მფარველ ანგელოზად მოევლინება. დიდება მის ხსოვნას!“, - აღნიშნავს გივი მიქანაძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773833211

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის პატრიარქს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლი...

თამარ ჩიბურდანიძე

1773833172

ახალი ამბები

„ჩელსის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტრასბურის ყოფილი მოთამაშე აწამა“ - მედიის გამოხმაურება კვარაცხელიას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ საპასუხო მატჩში სამბურთიანი სხვაობით (3:0) დაამარცხა, რაშიც ისევ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილი იყო, რომელიც კვლავ უეფამ მატჩის საუკ...

ხვიჩა კვარაცხელია

1773831852

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას: „ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავ...

ააა

1773829439

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. პრემ...

ირაკლი კობახიძე

1773828534

საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება

საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ. უკვე ცნობილი არის, რომ პატრიარქს დ...

საპატრიარქო