შალვა პაპუაშვილი ნოემბრის მოვლენებზე: 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა, ტაში დაუკრეს ძალადობას

„100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, არც ევროპარლამენტს, არც რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპელს დღემდე არ დაუგმია ერთი სიტყვითაც ძალადობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გასული წლის ნოემბერში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, გასულ წელს საზოგადოებამ რაც იხილა, ეს იყო პირდაპირ ბრიუსელის ბიუროკრატიიდან წაქეზებული და მოწონებული.

„რაც ჩვენ ვიხილეთ შარშან, ეს იყო გარედან წაქეზებული, მხარდაჭერილი ძალადობა სახელმწიფო დაწესებულებების წინააღმდეგ, ძალადობა ქვეყნის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, შარშან, ნოემბერში, აქ ჩამოსული იყო 7 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და მათ შორის, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაშინ მოუწოდა პირდაპირ მაიდნისკენ ხალხს და რამდენიმე დღეში რადიკალურმა ოპოზიციამ აუსრულა ეს მოწოდება. გამოვიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტს. გახსოვთ, დაიწვა რამდენიმე ოთახი. ჩამტვრეული იყო ყველა შუშა გარედან, რაც კი იყო შენობაზე. იყო დაწვის მცდელობა, იყო პიროტექნიკის გამოყენება. 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, არც ევროპარლამენტს, არც რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპელს დღემდე არ დაუგმია ერთი სიტყვითაც ის ძალადობა, რომელიც მათი დაფინანსებული „ენჯეოებისგან“, მათი მხარდაჭერილი პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ ჩვენ შარშან, ამ დროს, როდესაც პარლამენტს წვავდნენ.

შემდეგ გახსოვთ, ევროპარლამენტის ერთ-ერთ ოფისს, თუ არ ვცდები ბულგარეთში, სოფიაში შესასვლელთან ცეცხლი დაანთეს პროტესტის მონაწილეებმა და ამაზე მთელს ევროკავშირში ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი - ეს როგორ მოხდაო! აქ მათი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პირდაპირ პარლამენტის შენობას და არა თუ არ დაგმეს, ამის შემდეგ ფული დაუმატეს.

შარშან ჩვენ რა ძალადობაც ვიხილეთ, ეს იყო პირდაპირ ბრიუსელის ბიუროკრატიდან წაქეზებული, მოწონებული, ტაშდაკრული, რამაც შემდეგ ძალადობებიც მოგვიტანა. ამ ძალადობას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი. გახსოვთ, მაშინ აღმოაჩინეს მოლოტოვის კოქტეილები პარტიების ოფისებში, „დროას“ შეგახსენებთ, მათ შორის ქალბატონი ხოშტარიას საჯარო განცხადებებს, რომ დიახაც, ის ყიდულობდა მაშხალებს და კვლავ იყიდდა და იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. გახსოვთ. როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული იმისთვის, რომ ჯარიმების ფული გადაეხადათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764330925

მსოფლიო

ლუვრის მუზეუმი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ბილეთის ფასს 45%-ით გაზრდის

მომავალი წლიდან ტურისტებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, ლუვრის მუზეუმში ბილეთის შეძენისას 32 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ BBC იუწყე...

ლუვრი ძარცვის გამო დაიხურა

1764328661

ახალი ამბები

შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან. „იმედინიუსი“ დაინტერესდა, არიან თუ არა ეს ადამიანები იდენტიფიცირებული და მოახდინა თუ არა შს სამინისტრომ რ...

შსს

1764327142

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

„ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავ...

არჩილ გორდულაძე

1764325591

ახალი ამბები

წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამ...

ამინდი

1764322830

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: ევროკავშირი ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და კიდევ უფრო ამკაცრებს გამჭვირვალობის კანონს, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვკიცხავდა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით - მე მინდა მივმართო მათ, ეს კანონი ახლა არ არის რუსული?

„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაამკაცროს უცხო ქვეყნის ჩარევები თავიანთ ქვეყნებში, იცით თქვენ, რომ გამჭვირვალობის კანონი შემოაქვთ კიდევ უფრო მკაცრი ტონალობით, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვ...

ირაკლი ზარქუა