პაპუაშვილი ფიშერის განცხადებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეხვედრის გადადებაზე: როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 21 ნოემბრის შეხვედრის გადადებას გულისხმობს.

მისი თქმით, როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის.

„ტყუილია, როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის და ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში. არ ვიცი ელჩს რატომ დასჭირდა ტყუილი, რომ თითქოს ბრიუსელი მიერ სანქცირებული პირი იყო დელეგაციაში. ევროკავშირის მხრიდან არავინ არ არის სანქცირებული . ესტონეთს თავში რა მოუვა, ესტონეთის ჭკუაზე თუ დადის ბრიუსელი...

თუ ბრიუსელი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ არის და ესტონეთის ჭკუაზე დადის, უნგრეთის ჭკუაზე რატომ არ დადის? უნგრეთი მაგალითად, როდესაც დიპლომატიური პასპორტების სავიზო რეჟიმი შემოიღეს - არ დათანხმდა, რას ერჩიან უნგრეთის ხელისუფლებას. წვრილმანი, უდონო, თავხედობა, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ გახდა სამწუხაროდ სამარკო ნიშანი ბრიუსელის ბიუროკრატიისა და გერმანიის ელჩის განცხადებაც ამის დასტურია. მაშინ რაღატომ სჭირდებათ კონსენსუსი? თუ კი მთელი ევროკავშირი ბატონ ცაჰკნაზეა დამოკიდებული, და როდესაც ყველაზე გამორჩეულ ქართველს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც პერსონალ ნონ-გრანტად გამოაცხადეს, რომელსაც მთელს ესტონურ ოლიმპიურ გუნდზე მეტი მედალი აქვს. ამ ხელისუფლებასა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ჭკუაზე, რატომ დადის ბრიუსელი? ეს არის პრობლემა. ასეთ ბრიუსელთან როგორ შეიძლება ჩვენ საერთო ენა მოვნახოთ? როდესაც მიტინგზე მდგომი ესტონეთის საგარეო მინისტრის ჭკუაზე დადის ამხელა ორგანიზაცია, რომელიც ღირებულებებზე საუბრობს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მას ჰკითხეს პეტერ ფიშერის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციაზე რეპრესიებია.

„სიცრუეა, ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764331203

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების სათავეში მოქმედი აგენტების მოყვანის სურვილი აქვს, ვეტყვით, რომ ეს ყველაფერი არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ გუნდმა და არჩეულმა ხელისუფლებამ „დიფ სტეიტის“ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ხელიდან გამოაცალა ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართვ...

არჩილ გორდულაძე

1764330925

მსოფლიო

ლუვრის მუზეუმი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ბილეთის ფასს 45%-ით გაზრდის

მომავალი წლიდან ტურისტებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, ლუვრის მუზეუმში ბილეთის შეძენისას 32 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ BBC იუწყე...

ლუვრი ძარცვის გამო დაიხურა

1764328661

ახალი ამბები

შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან. „იმედინიუსი“ დაინტერესდა, არიან თუ არა ეს ადამიანები იდენტიფიცირებული და მოახდინა თუ არა შს სამინისტრომ რ...

შსს

1764327142

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

„ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავ...

არჩილ გორდულაძე

1764325591

ახალი ამბები

წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამ...

ამინდი