შალვა პაპუაშვილი: მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავუწყებთ, ის, რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში

„მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავუწყებთ. ის, რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის შეფასებისას, რომელიც, როგორც რადიკალები ამბობენ, დაკავშირებულია ირაკლი კობახიძის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების წლისთავთან, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.

მისი თქმით, 2024 წლის 26 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს წერილობით აღიარა კიდეც ევროკავშირის საელჩომ.

„ის რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში, ეს ერთი. მეორე, რაც ითქვა მაშინ და რაც ჩანდა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში, ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევრობიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი და საქართველო ჰყოლოდა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, რომ ახლა მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხზე შენ თუ მარცხენა ფეხზე დადგები. მერე გაგიხსნი მეორე საკითხს თუ კი მარჯვენა ფეხზე დადგები. ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ დაეყენებინათ ქართველი ხალხი.

ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა სრულ მზაობას, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის და ეს კვლავაც ასე რჩება. თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავიწყებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764330925

მსოფლიო

ლუვრის მუზეუმი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ბილეთის ფასს 45%-ით გაზრდის

მომავალი წლიდან ტურისტებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, ლუვრის მუზეუმში ბილეთის შეძენისას 32 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ BBC იუწყე...

ლუვრი ძარცვის გამო დაიხურა

1764328661

ახალი ამბები

შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან. „იმედინიუსი“ დაინტერესდა, არიან თუ არა ეს ადამიანები იდენტიფიცირებული და მოახდინა თუ არა შს სამინისტრომ რ...

შსს

1764327142

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

„ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავ...

არჩილ გორდულაძე

1764325591

ახალი ამბები

წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამ...

ამინდი

1764322830

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: ევროკავშირი ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და კიდევ უფრო ამკაცრებს გამჭვირვალობის კანონს, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვკიცხავდა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით - მე მინდა მივმართო მათ, ეს კანონი ახლა არ არის რუსული?

„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაამკაცროს უცხო ქვეყნის ჩარევები თავიანთ ქვეყნებში, იცით თქვენ, რომ გამჭვირვალობის კანონი შემოაქვთ კიდევ უფრო მკაცრი ტონალობით, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვ...

ირაკლი ზარქუა