შემოსავლების სამსახური: განსაკუთრებით აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის თამბაქოს ნაწარმის) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.

„განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება.

ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის, სგპ. ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრევენციის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული რისკის პროფილების გამოყენებით ტვირთების ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764333733

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას - ძალადობის არ დაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა

შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც შ...

შალვა პაპუაშვილი

1764331679

ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტი ლევან ჯობავა: ეს არის მნიშვნელოვანი აქცია იმისთვის რომ, კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს უსამართლობაზე გაურიგდეს „რეჟიმს“

რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ლევან ჯობავა, 28 ნოემბერს რუსთაველზე დაანონსებულ აქციას ეხმიანება და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. ჯობავას განცხადებით, აღნიშნული აქცია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, კიდევ ე...

ოპოზიციის აქტივისტი ლევან ჯობავა

1764331203

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების სათავეში მოქმედი აგენტების მოყვანის სურვილი აქვს, ვეტყვით, რომ ეს ყველაფერი არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ გუნდმა და არჩეულმა ხელისუფლებამ „დიფ სტეიტის“ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ხელიდან გამოაცალა ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართვ...

არჩილ გორდულაძე

1764330925

მსოფლიო

ლუვრის მუზეუმი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ბილეთის ფასს 45%-ით გაზრდის

მომავალი წლიდან ტურისტებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, ლუვრის მუზეუმში ბილეთის შეძენისას 32 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ BBC იუწყე...

ლუვრი ძარცვის გამო დაიხურა

1764328661

ახალი ამბები

შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან. „იმედინიუსი“ დაინტერესდა, არიან თუ არა ეს ადამიანები იდენტიფიცირებული და მოახდინა თუ არა შს სამინისტრომ რ...

შსს