პროკურატურა ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლებაზე: გაუგებარია, თუ რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლემ
საქართველოს პროკურატურა "გაუგებარს" უწოდებს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 29 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამის შესახებ პროკურატურა, გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითებს.
უწყების ცნობით, მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებები არ გაითვალისწინა.
"საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა.
ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან.
მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო, 17 ივლისს დააკავეს. პროკურატურა ზვიადაურისთვის პატიმრობას ითხოვს.
ამავე თემაზე:
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...
1792391327
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1792390681
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული
5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...
1792387882
ახალი ამბებიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...































