საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო.
„საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ არჩევნების, ისე საარჩევნო პროცესების გაშუქების თანამედროვე სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. მისი თქმით ,პროექტი
კიდევ ერთხელ ადასტურებს ინსტიტუციის თანამიმდევრულობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ ხედვას ახალგაზრდების ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის მიმართულებით.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. ეს არის უნიკალური პლატფორმა და მომავალ ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საბაზისო ცოდნა არჩევნებთან და არჩევნების გაშუქებასთან. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ობიექტურად გააშუქონ სხვადასხვა საარჩევნო საკითხი და ამომრჩეველს მიაწოდონ გადამოწმებული ინფორმაცია. „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ შინაარსობრივი საკითხები, ლოგისტიკა და მომავალში გავაფართოოთ პროექტის განხორციელების მასშტაბი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სასწავლო კურსის მნიშვნელობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეხვედრას მოდერაციას ცესკოს პრესსპიკერი უწევდა, ნათია იოსელიანმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ.
საარჩევნო მედია სკოლის მონაწილეებისთვის პირველი ლექცია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა და ქართული არჩევნების ისტორიისა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ისაუბრა.
პროექტის მონაწილეებს ინფორმაციას და საკუთარ გამოცდილებას შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან და წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული ექსპერტები გაუზიარებენ. სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება და ა.შ.
სასწავლო კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროექტი ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და ასევე ცესკოს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში ხორციელდება.
1766041316
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყურო, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს აღარ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არია...
1766040186
ახალი ამბები„ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის...
1766038942
ახალი ამბებისერბეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტ...
1766038563
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონ ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა
„აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონაც ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ პრაქტიკულად, დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა და სხვათა შორის,...
1766005045
საზოგადოებათეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რო...






























