პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპს“, „მდმას“, „ბუპრენორფინს“ „მარიხუანას“ და მცენარე „კანაფს“, რაც გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

ერთმა ბრალდებულმა კი უკანონოდ შეძენილი და შენახული 8,6718 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ 1800 ლარად უკანონოდ გაასაღა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) 260-ე ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789473942

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონია...

ირაკლი მეზურნიშვილი

1789472602

საზოგადოება

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს,...

პროკურატურა

1789471817

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს, - გან...

​ვახტანგ ცინცაძე

1789470832

საზოგადოება

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ მიერ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნას ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ პარტია კონსტიტუციურობის ილუზიას ქმნიდა, თუმცა რეალობაში დ...

ნინო წილოსანი

1789470102

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ეკონომიკური პოლიტიკის...

შოთა ბერეკაშვილი