ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ
ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ მიერ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნას ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ პარტია კონსტიტუციურობის ილუზიას ქმნიდა, თუმცა რეალობაში დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს.
„ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ ეს პარტიები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „გახარიებმა“ თითქოს გადაწყვიტეს, ჩამსხდარიყვნენ კონსტიტუციურობის ჭრილში, შემოსულიყვნენ პარლამენტში და ეთამაშათ ვითომ კონსტიტუციური პარტიის როლი, ილუზია შეიქმნა, რომ ისინი გამოვიდნენ ამ ტყვეობიდან. ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს აღიარებენ, აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებებს და, რაც მთავარია, იყვნენ იმ ერთი მავნებლური მექანიზმის ნაწილი, რომელიც საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქმნიდა კოალიციებს, იმ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა, უერთდებოდა საქართველოს გაშავების კამპანიაში საზღვარგარეთ გაგზავნილ წერილებსა თუ სხვადასხვა რეზოლუციების სულისკვეთებას“, - აცხადებს წილოსანი.
„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ სარჩელში უკვე მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.
1789467414
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად შეგვინახეს სამშობლო
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში შეყუჟული ფსევდოლიბერალი ფაშისტების აღვირახსნილი კამპანია მიზნად ჩვენი წინაპრების სახელის შებღალვას ისახავს. მათი განსაკუთრებული სამიზნე გახდა ჩვენი გმირი მეფე ერეკლე. სა...
1789466780
საზოგადოებარიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მისაცემად, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ილაპარაკა, რომლებიც ბო...
1789465730
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით
ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რიგი ევროპელი ლიდერების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისადმი მოსახლეობის ნდობის სისტემური დეფიციტია. ამ ქვეყნებში ამომ...
1789464702
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი გახარიას პარტიაზე: სრულად იზიარებენ „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას და მტრობენ ქვეყანას
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, „გახარია საქართველოსთვის“ დაემატება. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენ...
1789464341
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისა...



























