ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.
ირაკლი მეზურნიშვილმა იაპონელ დიპლომატს წინა კვირას ტოკიოში მისი სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იჩირო აისავასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება.
მისი განცხადებით, იაპონელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას საქართველოში ინვესტიციების განთავსების მიმართ დიდი დაინტერესება გამოითქვა, საუბარია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და IT მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
„იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე იაპონიის ქალაქ ჰინოში გამართულ შეხვედრებზე ვისაუბრეთ, სადაც კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან ერთად ვიმყოფებოდი. შეხვედრებზე ორ ქალაქს შორის - კასპსა და ჰინოს დაძმობილების მიმართულებით ვისაუბრეთ. ოქტომბრის დასაწყისში კი, კასპის მუნიციპალიტეტში ქართულ-იაპონური მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა იგეგმება. იაპონელ დიპლომატთან აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები განვიხილე და მისი მხრიდან მხარდაჭერის გზავნილები მოვისმინე. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის და საქართველოს ქალაქებს შორის დაძმობილება ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს. იაპონია არის ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აქტიურად უჭერს მხარს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
1789469348
ახალი ამბებიმაშველებმა მესტიაში დაშავებული პიროვნება ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
მესტიიდან, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული პიროვნება მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვი...
1789468550
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში
„სულ ახლახან ნიკა გვარამიასგან დადასტურებულად გავიგეთ, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს ყიდის და პარტიის ოფისში პოლიტიკური დახლი აქვს მოწყობილი. ეს ნამდვილად არის ქართუ...
1789467458
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ძლიერი და წარმატებული მომავლის შენება სწორედ სკოლიდან იწყება - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თითოეულ ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მშობლებს, განათლები...
1789467414
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად შეგვინახეს სამშობლო
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში შეყუჟული ფსევდოლიბერალი ფაშისტების აღვირახსნილი კამპანია მიზნად ჩვენი წინაპრების სახელის შებღალვას ისახავს. მათი განსაკუთრებული სამიზნე გახდა ჩვენი გმირი მეფე ერეკლე. სა...
1789466780
საზოგადოებარიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მისაცემად, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ილაპარაკა, რომლებიც ბო...



























