ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს
მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
შრომის ანაზღაურების ზრდის ტენდენციებზე მსჯელობისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ის, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დასტურდება, მათ შორის საფინანსო და სადაზღვევო, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების და სხვა სექტორებში.
„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მისი შეფასებით, ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წლებშიც.
„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდით, რაც პირდაპირ აისახება შრომის ანაზღაურების ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მაჩვენებლებზე“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
1789467458
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ძლიერი და წარმატებული მომავლის შენება სწორედ სკოლიდან იწყება - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თითოეულ ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მშობლებს, განათლები...
1789467414
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად შეგვინახეს სამშობლო
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში შეყუჟული ფსევდოლიბერალი ფაშისტების აღვირახსნილი კამპანია მიზნად ჩვენი წინაპრების სახელის შებღალვას ისახავს. მათი განსაკუთრებული სამიზნე გახდა ჩვენი გმირი მეფე ერეკლე. სა...
1789466780
საზოგადოებარიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მისაცემად, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ილაპარაკა, რომლებიც ბო...
1789465730
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით
ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რიგი ევროპელი ლიდერების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისადმი მოსახლეობის ნდობის სისტემური დეფიციტია. ამ ქვეყნებში ამომ...
1789464702
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი გახარიას პარტიაზე: სრულად იზიარებენ „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას და მტრობენ ქვეყანას
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, „გახარია საქართველოსთვის“ დაემატება. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენ...



























