პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, დამხმარე პირის მეშვეობით მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.
ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობები გასცა, რაშიც ქრთამის სახით 1 000 ლარი მოითხოვა და აიღო.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქრთამის აღება) და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1778681164
ახალი ამბებიმარკეტების ქსელი „გვირილა“: ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე
„გვირილას“ დამფუძნებლის ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-ი...
1778679528
საზოგადოებამაია ბითაძე: ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა
ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზ...
1778679378
ახალი ამბები„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, აქცია იმოქმედებს მუდმივად
„შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს“, - განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან...
1778678891
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმა...
1778678445
საზოგადოებაავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მა...





























