პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა 1981 წლის „თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს" გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობას და ვეტერან „დინამოელებს“ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„13 მაისი განსაკუთრებული დღეა არა მარტო ქართული ფეხბურთისთვის და ქართული სპორტისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა რა ეროვნული სიამაყის განცდაც მოუტანა 13-მა მაისმა მაშინ ქართველებს, ალბათ ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას შეშურდებოდა და ეს სიამაყის განცდა დღემდე მოჰყვება თითოეულ ჩვენგანს. 45 წელი გავიდა 13 მაისის შემდეგ და როცა ვუყურებდით კადრებს, მატჩის მომენტებს, გოლებს, დღემდე არ ნელდება ეს ემოციები, რომელიც თავის დროზე რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მძაფრი იყო, მაგრამ აბსოლუტურად განსაკუთრებული ემოციებით გვავსებს ეს ყველაფერი. დღემდე ჩვენი სიამაყის საგანია ის ფინალი, ის დინამო, თბილისის დინამოს ოქროს თაობა და მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა დინამოს ოქროს თაობას, რომლებმაც შექმენით, დაწერეთ განსაკუთრებული ისტორია არა მარტო ფეხბურთისთვის, ქართული სპორტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გამარჯვება გახდა განსაკუთრებული შთაგონების წყარო სპორტსმენების არაერთი თაობისთვის, ფეხბურთელებისთვის და სპორტის სხვა სახეობებისთვის. სწორედ თქვენი მიღწევის დამსახურებაა ის, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება, აღწევს ახალ და ახალ გამარჯვებებსა და წარმატებებს. მე მინდა, ქართულ ფეხბურთს ვუსურვო ძალიან დიდი გამარჯვებები მომავალში და თითოეულ თქვენგანს, ოქროს თაობის დინამოელებს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ განსაკუთრებული სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც გვაჩუქეთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778683373

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაცია: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ადმინისტრაციის განმარტე...

მთავრობა

1778681164

ახალი ამბები

მარკეტების ქსელი „გვირილა“: ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე

„გვირილას“ დამფუძნებლის ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-ი...

გვირილა

1778679528

საზოგადოება

მაია ბითაძე: ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა

ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზ...

მაია ბითაძე

1778679378

ახალი ამბები

„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, აქცია იმოქმედებს მუდმივად

„შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს“, - განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან...

„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი

1778678891

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმა...

პროკურატურა