შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა და ამიტ კუმარ მიშრას საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა მიულოცა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინდოეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. მან დადებითად გაიხსენა გასულ წელს ინდოეთში განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. ამ კუთხით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ღიაა გაცვლებისთვის როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრი ინდური კომპანიისთვის საინტერესო იქნება საქართველოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ფარმაცევტული და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
ინდოეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ინდოეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა.
1781099765
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“. როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუ...
1781098446
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველაზე რთულ, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს, საზოგადოების მხარეს, დადგნენ სხვების მხარეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი საკუთარი ქვეყნის ინტერესები კი არა, უცხოურ დედაქალაქებში თავის მოწონება, შექ...
1781098071
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმ...
1781097974
ახალი ამბებიპროკურატურამ ხუთი პირი დააკავა - ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირ...
1781097171
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...



























