ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სიახლე გააცნო და აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.
ობოლაძის თქმით, მან დებატების დროს თბილისის მერისგან მიიღო დაპირება, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ობოლაძე აღნიშნავს მერის მხრიდან სიტყვის შესრულების ფაქტს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„10 დღის წინ, დებატებზე ჩემი შეკითხვის პასუხად, კახა კალაძისგან მივიღე პირობა რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ.
(თუმცა მანამდე კვირები ვსაუბრობდი ამ ამბავზე, თავი არავის შეუწუხებია) ახლა როგორც ჩანს, ამ დაპირებას შეასრულებენ.
ვალდებული ვარ აღვნიშნო, რომ კარგია რომ ასრულებენ სიტყვას და იმედი დავიტოვო რომ მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას“, - წერს ობოლაძე.
1781101212
საზოგადოებამაია ბითაძე: დღეს, როდესაც მეგა სახელმწიფოები აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის
ეს არის საუკუნის მიღწევა, იმის ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობს შუა დერეფანზე და საქართველოს როლზე ამ შუა დერეფნის ლოგისტიკური, სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დამყარებ...
1781100581
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის ს...
1781099765
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“. როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუ...
1781098446
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველაზე რთულ, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს, საზოგადოების მხარეს, დადგნენ სხვების მხარეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი საკუთარი ქვეყნის ინტერესები კი არა, უცხოურ დედაქალაქებში თავის მოწონება, შექ...
1781098071
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმ...



























