მაია ბითაძე: დღეს, როდესაც მეგა სახელმწიფოები აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის

ეს არის საუკუნის მიღწევა, იმის ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობს შუა დერეფანზე და საქართველოს როლზე ამ შუა დერეფნის ლოგისტიკური, სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დამყარების ქვაკუთხედში, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას.

„დღის ქრონიკაში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას აკეთებს საქართველო ამ მხრივ ქვეყნის როლის გასაძლიერებლად.

„სამომავლოდ ეს დოკუმენტი იქცევა იმის გარანტად, რომ საქართველოს რეალური გეოგრაფიული პოტენციალი ერთი მხრივ სწორად იყოს აღქმული ყველა სახელმწიფოს მხრიდან, მეორე მხრივ კი გაძლიერდეს ის რესურსი, რაც ქვეყანას აქვს. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო, მეგა სახელმწიფოები ამყარებენ და აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან - ზესახელმწიფოსთან, რომელმაც პრაქტიკულად სასწაული მოახდინა ბოლო საუკუნის განმავლობაში და იქცა ეკონომიკურ და სავაჭრო გიგანტად და მეგა სახელმწიფოდ, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, თბილისისა და პეკინის ურთიერთობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობა 21-ე საუკუნეში და ამ პარტნიორობის სწრაფ განვითარებას გაუსვა ხაზი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781099765

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“. როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუ...

ვლადიმერ ბოჟაძე

1781098446

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველაზე რთულ, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს, საზოგადოების მხარეს, დადგნენ სხვების მხარეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი საკუთარი ქვეყნის ინტერესები კი არა, უცხოურ დედაქალაქებში თავის მოწონება, შექ...

ლევან მახაშვილი:

1781098071

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმ...

პროკურატურა

1781097974

ახალი ამბები

პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა - ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირ...

პროკურატურა

1781097171

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ააა