ლევან მახაშვილი: სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს იდენტობასთან, მათ შორის ეკლესიასთან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია „ლუბიანკაზე“, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.

„არ ვიტყოდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს ეკლესია თავდასხმის ობიექტი ამჯერად გახდა, ყოველთვის იყო. ის და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს კულტურასთან, იდენტობასთან, მათ შორის ეკლესიასთან. ეკლესია განასახიერებს ყველაფერ ქართულს და იმ მემკვიდრეობას, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი საფუძვლები აქვს. სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე. ამჯერად, პატრიარქის არჩევის პროცესს იყენებენ. ეკლესია ასეთ მნიშვნელოვან პროცესს როცა გადის, მის შეურაცხყოფასა და ჭრილობაზე ფეხის დაჭერას ცდილობენ. ეს მეტყველებს, რა ინტერესები აქვს სააკაშვილს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777633878

საზოგადოება

მარიამ ლაშხი ევროინტეგრაციაზე: დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს - საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდავურ გზას

უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რო...

მარიამ ლაშხი

1777632925

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყ...

 წვიმა და ელჭექი

1777632807

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: გემი რომ იძირება და ვირთხები გარბიან, ის სიტუაციაა. მეათედ თუ მეთერთმეტედ მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე ენგრევათ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერით ცდილობენ, ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძვრინონ

გემი რომ იძირება და ვირთხები გარბიან, ის სიტუაციაა. მეათედ თუ მეთერთმეტედ მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე ენგრევათ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერით ცდილობენ, ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძვრინონ, - განაცხ...

დავით მათიკაშვილ

1777632776

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: მიჩვეულები ვართ, რომ სააკაშვილმა აუცილებლად მოწინავეთა რიგებში უნდა დაუმკვიდროს თავის განცხადებებს ადგილი

მიჩვეულები ვართ, რომ სააკაშვილმა აუცილებლად მოწინავეთა რიგებში უნდა დაუმკვიდროს თავის განცხადებებს ადგილი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მა...

პოლიტიკოსი

1777632748

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს

თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს, - განაცხად...

რატი იონათამიშვილი