რატი იონათამიშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია, რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატომ იწვევს?

ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია. რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ყველაფერი ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატომ იწვევს? - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადების შეფასებისას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.

იონათამიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ აქამდეც ბევრი საქმე წასულა, თუმცა ყველა შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა.

"ჩვენ გვახსოვს ბატონი ბერსეს სრულიად სხვა შინაარსის განცხადება სულ რაღაც 1 კვირის წინ და ახლა როგორც ჩანს ის აღმოჩნდა ზეწოლის მსხვერპლი და ამან გამოიწვია მისი ტრანსფორმაცია. უკეთესი იქნება იმაზე ილაპარაკოს ამ 1 კვირაში რა ხდებოდა მის თავს, რამაც მისი ფერისცვალება გამოიწვია.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, აქამდეც ბევრი საქმე გვინახავს სააკაშვილებზე, გვარამიებზე, რუსთავი 2-ზე, როდესაც ისინი ყოველ ჯერზე დიდი ანგარიშით დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ. აქაც შედეგი იგივე იქნება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793260379

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე...

კახა კალაძე

1793260187

საზოგადოება

გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის - სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ“, -...

კახიანი

1793257114

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს...

 უაქციზო სიგარეტი

1793255403

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზა...

პოლიცია პოლიცია

1793254526

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რ...

დაკავება