გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა.

ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება, სამელიორაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემის გამართული ფუნქციონირება.

როგორც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ტარიფი 14 წლის წინ იყო დადგენილი და ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს.

„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ეფუძნება რეალურ საოპერაციო ხარჯებს და არ მოიცავს კაპიტალურსა თუ მიმდინარე დანახარჯებს, რადგან მათ სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ტარიფის ცვლილებამდე სარწყავი წყლის საფასური ჰექტარზე 75 ლარი იყო, თუმცა დარჩენილ ნაწილს მაშინაც სახელმწიფო აფინანსებდა.

მიღებული განკარგულებით, განისაზღვრა არა ერთჯერადი მორწყვის, არამედ ერთი კუბური მეტრი წყლის საფასური, რომელიც ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებისთვის 0.0826 ლარს შეადგენს. ამ გათვლით, ერთი მორწყვის ციკლის ღირებულება 116.50 ლარია.

ერთწლოვანი კულტურებისთვის 4 მორწყვის ოპერაციის საფასური ჯამურად შეადგენს 466 ლარს, საიდანაც 349 ლარს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მრავალწლოვანებისთვის 408 ლარს, საიდანაც 306 ლარი სუბსიდირდება. შედეგად, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774525738

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინ...

პროკურატურა

1774522763

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს, არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, ევროკომისიამ გადადო წინადადე...

ლევან მაჭავარიანი

1774521602

ახალი ამბები

კახა კალაძე: ციხეში არავის წასვლა მიხარია - ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ

„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარი...

კახა კალაძე

1774521316

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - პოლიტიკურ ასპარეზზე ნებისმიერი წარმატება გაიზომება საზოგადოების მხარდაჭერით, ოპოზიციას ნდობა არ გააჩნია, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში

„პრეზიდენტობანასა და პრემიერ-მინისტრობანას თამაშის შემდეგ ალბათ სახლობანაზე გადავლენ, კიდევ მოიგონებენ რაღაც თამაშებს, რათა თავი გაიმხნეონ, ერთ მუჭა მხარდამჭერებსა და დავალების მიმცემებს, ვინც ქვეყნის...

 დავით მათიკაშვილი

1774518109

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა, მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა

პატრიარქის ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია - თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა. პრემიერის განცხადებებზე შეფასებები კე...

არჩილ გორდულაძე