პროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი (ფუძე)“ და „მეტამფეტამინი (ფუძე)“.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინს“, „მეთადონს (ფუძე)“, „მეტანფეტამინს“ მდმა-ს, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“. ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინაარდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.
ასევე ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანაში ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა, სამართალდამცველებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია, ავტომანქანით მოახდინა თავდასხმა პოლიციელების ავტომანქანაზე და მიმალვა სცადა. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 851,74 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, ჩადენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, ჩადენილი პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეუფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1767978169
ახალი ამბებიხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული
1767977369
ახალი ამბებიგაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება
გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...
1767974772
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...
1767971808
მსოფლიოვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა
ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა...
1767969399
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე: ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება უსაფრთხოდ განხორციელდეს
დღეს მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს, თბილისის სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას, გამოეხმ...































