ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა

ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს, მათ შორისაა ცნობილი ვენესუელელ-ესპანელი უფლებადამცველი როსიო სან მიგელი, მადუროს კრიტიკოსი და თავდაცვის ექსპერტი. იგი 2024 წელს დააკავეს მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობის, ღალატისა და ტერორიზმის ბრალდებით.

ვენესუელის მთავრობამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-მა 3 იანვარს კარაკასში ჩატარებული რეიდის დროს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსადგომად ნიუ-იორკში გადაიყვანა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაც აშშ-ის დიდი ხნის მოთხოვნა იყო, ვენესუელას მხრიდან „ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია“.

ტრამპმა დასძინა, რომ ვენესუელამ პატიმრები „მშვიდობის ძიების“ ნიშნად გაათავისუფლა და შედეგად, მან ქვეყანაზე „ადრე მოსალოდნელი თავდასხმების მეორე ტალღა“ გააუქმა.

„აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გაცილებით დიდი, უკეთესი და თანამედროვე სახით აღდგენის კუთხით. ამ თანამშრომლობის გამო, მე გავაუქმე ადრე მოსალოდნელი თავდასხმების მეორე ტალღა, რომელიც, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ყველა გემი ადგილზე დარჩება“, - დაწერა ტრამპმა.

ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის ძმამ, ხორხე როდრიგესმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ პატიმრების „მნიშვნელოვან რაოდენობას“ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ, თუმცა მათი რაოდენობა და ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ვენესუელის ციხეებში ასობით პოლიტპატიმარი იმყოფება, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა გათავისუფლებული. ვენესუელას ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობა დაკავებებს იყენებდა განსხვავებული აზრის ჩასახშობად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767978169

ახალი ამბები

ხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული

ხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ გაჩნდა

1767977369

ახალი ამბები

გაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება

გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...

გაერო

1767974772

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...

გზა თოვლი მოძრაობა

1767973321

ახალი ამბები

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანი...

ნარკოტიკი

1767969399

ახალი ამბები

შალვა ოგბაიძე: ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება უსაფრთხოდ განხორციელდეს

დღეს მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს, თბილისის სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას, გამოეხმ...

შალვა ოგბაიძე