პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთი დაკავებული უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, ხოლო მერე დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1777034462
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორს საიმონ დუს შეხვდა და ჩი...
1777033595
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, პეკინში ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგ...
1777032187
სპორტითემურ ქეცბაია „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
„დინამო თბილისმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – თემურ ქეცბაია, ადამიანი, რომელმაც ქართულ ფეხბურთში გამორჩეული კვალი დატოვა და ხანგრძლივი უცხოური კარიერის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. „მადლობა ნდო...
1777029997
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: კონკურენციაში არიან ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში
კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაც...
1777029460
საზოგადოებაყოფილი ევროკომისარი: მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება
დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა. მისი თქმით, საქართველო...


























