ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო, ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა

დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, როგორც დღეს ევრობიუროკრატიამ „შუა დერეფნის“ აუცილებლობა დაინახა, ასევე, მიხვდება იმასაც, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ხელშეწყობა სჭირდება და არა დაზიანება.

„როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ვითარება ჩამოყალიბდა, მაშინ ჩვენ გვახსოვს, რომ პირდაპირი ზეწოლა იყო საქართველოზე, რომ ჩვენ აქტიური უნდა ვყოფილიყავით რუსეთის წინააღმდეგ - დაწყებული ეკონომიკური სანქციებიდან, დამთავრებული მოხალისე მეომრების გაგზავნით და ა.შ. იქ უფრო მძიმე და პირდაპირი გზავნილებიც იყო.

მაშინ მიზანი იყო ერთი - ფიქრობდნენ, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელი იქნებოდა და რაც მეტი მხრიდან მოხდებოდა შეტევის განხორციელება, მით უფრო დაასუსტებდა ეს რუსეთს. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს იქნებოდა საქართველოსთვის აბსოლუტურად დამაზიანებელი, დამანგრეველი და დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ „შუა დერეფნისთვისაც“ აბსოლუტურად დამაზიანებელი.

დღეს, „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777038648

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატს თანამდებობის დაკავებ...

მიხეილ ყაველაშვილი

1777037652

ახალი ამბები

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს. მხარეებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი....

პატიმრობა შეუფარდა

1777036194

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

სს

1777035797

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...

პროკურატურა

1777034462

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა

ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორს საიმონ დუს შეხვდა და ჩი...

მარიამ ქვრივიშვილ