მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა

ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორს საიმონ დუს შეხვდა და ჩინურ ტექნოლოგიურ უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან Xiaomi-სთვის შეთავაზებულია ადგილობრივი აწყობის, ე.წ. CKD საწარმოს შექმნა, რაც პროდუქციის კომპონენტების იმპორტსა და მათ ადგილზე აწყობას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემო ქმნის მყარ საფუძველს კომპანიისთვის, რათა საქართველოში აწყობილი პროდუქციითა და შეღავათიანი სატარიფო განაკვეთებით რეგიონული ბაზრების მომარაგება შეძლოს.

მინისტრმა ჩინურ კომპანიას ავტოინდუსტრიის რეგიონული ლოგისტიკური წარმომადგენლობის განვითარების შესაძლებლობაც შესთავაზა. მარიამ ქვრივიშვილმა საიმონ დუსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს რეგიონული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს Xiaomi-ს პროდუქციის დისტრიბუციას მეზობელ ბაზრებზე. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე უზრუნველყოფს ეფექტურ კავშირს ევროკავშირთან, შავი ზღვის რეგიონთან, კავკასიასთან, ყურის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიასთან. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, საქართველოდან მოახდინოს პროდუქციის დისტრიბუცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ევროპის რეგიონში, გალფის ქვეყნებში და უზრუნველყოს პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და რეგიონული მიწოდების ნაკადების კოორდინაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა, რაც ქმნის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ჩინური ბიზნესისთვის საქართველოში. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საგადასახადო განაკვეთებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციამ Xiaomi-ს ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777033595

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, პეკინში ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგ...

მარიამ ქვრივიშვილ

1777032187

სპორტი

თემურ ქეცბაია „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

„დინამო თბილისმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – თემურ ქეცბაია, ადამიანი, რომელმაც ქართულ ფეხბურთში გამორჩეული კვალი დატოვა და ხანგრძლივი უცხოური კარიერის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. „მადლობა ნდო...

მწვრთნელი თემურ ქეცბაია

1777029997

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: კონკურენციაში არიან ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში

კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაც...

თენგიზ შარმანაშვილი

1777029460

საზოგადოება

ყოფილი ევროკომისარი: მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება

დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა. მისი თქმით, საქართველო...

ყოფილი ევროკომისარი

1777029356

საზოგადოება

ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტზე“: პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი ქვეყნების - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი„ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში საქართველოს მნიშვნელობას აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერე...

შოთა ბერეკაშვილი