მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, პეკინში ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგილეს ჭოუ ჰაიბინს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი სატრანსპორტო სექტორში ინარჩუნებენ მტკიცე და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას, რომელიც ხასიათდება მჭიდრო თანამშრომლობით როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

⁠მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას. ეს იქნება მთავრობათაშორისი ფორმატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტს შორის, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, მათ შორის, ინვესტიციებზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც ტვირთნაკადების კუთხით ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელ როლზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება როგორც ორი ქვეყნის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რკინიგზის მოდერნიზაციისა და გამტარუნარიანობის, ასევე, ზოგადად, სატრანსპორტი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რომლითაც საქართველო შეძლებს გააორმაგოს ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა და შეამციროს გადაზიდვის დრო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ასევე ენერგორესურსებისა და სამეწარმეო სფეროში.

შეხვედრაზე განიხილეს არსებული მექანიზმები, რომელიც „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში ხელმოწერილი გზამკვლევით არის გათვალისწინებული. აღინიშნა, რომ გზამკვლევით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადავა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააქტიურებენ თანამშრომლობას ერთობლივი საწარმოს - Middle Corridor Multimodal Ltd-ის ფარგლებში, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით კონკრეტულ ღონისძიებებს და დამატებითი ტვირთების მოზიდვის ხელშეწყობას გულისხმობს.

მარიამ ქვრივიშვილმა და ჭოუ ჰაიბინმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორების ძალისხმევა სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით და აღნიშნეს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობათაშორისი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ჩინეთიდან მსხვილი ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, ახალი ინიციატივების განხილვისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის.

შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს დესპანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბესიკ შარაშენიძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1777029997

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: კონკურენციაში არიან ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში

კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაც...

თენგიზ შარმანაშვილი

1777029460

საზოგადოება

ყოფილი ევროკომისარი: მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება

დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, - განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა. მისი თქმით, საქართველო...

ყოფილი ევროკომისარი

1777029356

საზოგადოება

ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტზე“: პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი ქვეყნების - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი„ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში საქართველოს მნიშვნელობას აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერე...

შოთა ბერეკაშვილი

1777028869

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მიშისტები აუმხედრდნენ. იციან, თუ როგორი დაზიანებულია სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი, თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც ასე არიან დაზიანებულები

სააკაშვილს აუმხედრდნენ თავისივე გამოზრდილი მიშისტები, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციურ ალიანსში არს...

ლევან მაჭავარიანი

1777025220

ახალი ამბები

სოფელ შილდაში მეხი ჩამოვარდა - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად, გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მეხი ჩამოვარდა.შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მეხის დარტყმის შედეგად, დამტვრეულია გარე განათების ბოძი და ერთ-ერთ ეზ...

მეხი ქალს დაეცა