პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იგივე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.
ბრალდებული 9 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1757495718
ახალი ამბები8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს
2025 წლის 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედებებია, მათ შორის, ხის ჭრა, ნადირ...
1757494789
მსოფლიობელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ პოლონური მხარე დრონების შეჭრის შესახებ გააფრთხილეს, ხოლო რამდენიმე მათგანი თავად ჩამოაგდეს
„ბელარუსმა პოლონური მხარე დრონების შეჭრის შესახებ გააფრთხილა და რამდენიმე მათგანი თავად ჩამოაგდო“, - განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაველ მურავეიკომ. „ამან პოლონურ მხარეს ს...
1757494648
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მინდა მადლობა გადავუხადო იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ და მოახერხეს თავის შეკავება - ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება ნიშნავს მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა,...
1757493828
საქართველოკორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35...
1757492384
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: რიგის მიმართულებით წარმატებით შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერი, რომელზეც ბილეთები სრულად გაიყიდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქომაგებით სავსე ორი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა. ისტორიულ მატჩზე დასასწრებად გულშემატკივრების რეგისტ...