პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ერთი პირი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა. საქმიანობის წარმოების პროცესში, კომპანიის დირექტორმა და 49.99%-იანი წილის მფლობელმა ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა კომპანია დააფუძნა, რის შემდეგაც, „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი ჯამში 3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა. დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით, 160 000 აშშ დოლარად და 23 290 ლარად ღირებული უძრავი ქონებები და 83 560 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეიძინა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებების რეალიზაცია სხვა პირებზე მოახდინა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1784311658
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ
საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...
1784306764
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას
„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თავდაც...
1784305416
მსოფლიომექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება
მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ გვატემალასა და ელ-სალვადორშიც, სა...






























