პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 262,39096 გრ. „ალფა-პვპ“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787231219

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6130 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6138 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1787230261

ახალი ამბები

პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრ...

დაკავება და ბორკილები

1787229340

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნ...

არჩილ გორდულაძე

1787227953

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი - ვერც „ნაცმოძრაობა“ იგებს, სად შევიდა და საიდან გამოდის და ვერც - ალიანსი, „ნაცმოძრაობა“ შევიდა, თუ ისევ გადის?!

„ვნახეთ, რომ არსად გადაიკვეთნენ. ერთადერთი, სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან გ...

გურამ მაჭარაშვილი

1787227494

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების დიდი სურვილია, საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში

„ყველანი ვხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში“, - ამის შესახე...

ლევან მაჭავარიანი