თურქეთი, ეგვიპტე და კატარი გმობენ ისრაელის ბოლოდროინდელ დარტყმებს ღაზაზე და აცხადებენ, რომ ისინი არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს
თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მკაცრად გმობენ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ბოლო დარტყმებს და ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები არღვევს ისრაელის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში და მოუწოდებენ ისრაელს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.
„შუამავალი ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ ისრაელის თავდასხმები ძირს უთხრის რეგიონულ და საერთაშორისო ძალისხმევას კრიტიკულ მომენტში, რადგან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმის განხორციელებისთვის, მათ შორის მშვიდობის საბჭოსა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრის გამართვისთვის. მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციული ნაბიჯები იდგმება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შუამავალი ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში დასძენენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და მშვიდობის საბჭომ უნდა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
პალესტინის მედიის ცნობით, 19 აგვისტოს ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, საჰაერო დარტყმები „ჰამასის“ ოპერატიულ-სამხედრო ძალებსა და მეთაურებზე იყო მიმართული.
1787229340
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნ...
1787227953
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი - ვერც „ნაცმოძრაობა“ იგებს, სად შევიდა და საიდან გამოდის და ვერც - ალიანსი, „ნაცმოძრაობა“ შევიდა, თუ ისევ გადის?!
„ვნახეთ, რომ არსად გადაიკვეთნენ. ერთადერთი, სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან გ...
1787227494
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების დიდი სურვილია, საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში
„ყველანი ვხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში“, - ამის შესახე...
1787227451
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მაკრონის მიერ კობახიძის მიწვევაზე: ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიჰბაძავენ, ძალიან კარგი იქნება
„ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარი...
1787225070
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: დღეიდან დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი ფორმების იმ პუნქტებში დარიგება, საიდანაც პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მშობლებს ფორმების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების იმ პუნქტებში დარიგება,...































